,,გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება”- თალაკვაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება.

,,რაც შეეხება ელჩის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს შევახსენო, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლავთ ის ადამიანი და ის დიპლომატიური მისია, რომელმაც ყველაზე მძიმე დღეებში, მათ შორის, როდესაც კიევზე და კიევთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა,არ დატოვეს უკრაინა. სწორედ საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლდათ იმ რამდენიმე დიპლომატიურ მისიას შორის, რომელიც რჩებოდა ბოლომდე კიევში და საქართველოს ელჩი საქართველოს წარმომადგენლობა ომის დაწყებიის დღიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში საქმიანობდა უკრაინაში. მე მჯერა, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. თავისთავად ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსაუხრება და არ არის სამართლიანი ვიტყოდი, თუმცა ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შესასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას ურაინელ ხალხის და უკრაინის მიმართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები