,,საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს”- ირაკლი კობახიძე

ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.

„ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები