მოსკოვის ოლქის კუბინკას მახლობლად დრონი ჩამოვარდა – რუსული მედია

მოსკოვის ოლქის კუბინკას მახლობლად დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,კუბინკას ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის“, – განუცხადა წყარომ მედიას.

მისივე თქმით, ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს ექსპერტიზა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მსგავსი თემები