,,დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

მისი თქმით, „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.

მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით გამოიძახებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.

„თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მიეცით ნება, დატოვოს საქართველო, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. და განაგრძეთ იქ ცხოვრება და რუსეთთან დაახლოება, თუ თქვენ ასე გინდათ. ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ, სასტიკ პოლიტიკას, მის სიკვდილამდე მიყვანას“, – აღნიშნა კულებამ.

მსგავსი თემები