,,პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს”- ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი სააკაშვილი გაათავისუფლოს.

,,ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს, უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ლიდერი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები