,,მსოფლიომ კიდევ  ერთხელ დაინახა, როგორ კლავს კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიხეილ სააკაშვილს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის.

,,დღეს მსოფლიომ კიდევ  ერთხელ დაინახა, როგორ კლავს კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და არ უნდა დავუშვათ მიხეილის განადგურება. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს საჩვენებელი სიკვდილით დასჯა. ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც ხელისუფლებას მიხეილის გადარჩენის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს პროტესტი და შესთავაზოს მას უკრაინის დატოვება უახლოეს 48 საათში თავის ქალაქთან კონსულტაციების გამართვის მიზნით. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის  და მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ დააგნირონ ეს მდგომარეობა და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ადამიანი სიკვდილით დასაჯოს. სიცოცხლე საბაზისო ევროპული ღირებულებაა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები