უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი წარმოუდგენელია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით,

ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქმის 500 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რომლის დროსაც უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა შთამბეჭდავი გამძლეობა.

„შეგვიძლია თუ არა, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოვიდგინოთ? და ის, რომ ევროპის ეს ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ წარმოვიდგინოთ? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები