ვალიდიმერ პუტინი ჩინეთში იმყოფება და სი ძინპინს ხვდება

ჩინეთში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.  პეკინში პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.

„რამდენიმე დღის წინ თქვენ დადეთ ფიცი და ოფიციალურად შეუდექით თქვენს მეხუთე საპრეზიდენტო ვადას. კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ და, თქვენი პირადად, მთელ რუს ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად მიიყვანთ რუსეთს ეროვნულ განვითარებასა და აღორძინებაში ახალ დიდ მიღწევებამდე“, – ასე მიმართა სი ძინპინმა რუს კოლეგას.

პრეზიდენტებმა ჩინეთ-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების 75 წლიან ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  ამ ურთიერთობებმა გამოცდას გაუძლო.

„ბოლო სამი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო ცვალებად საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის სტანდარტს, რომელიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, ნდობით. ამ წლების განმავლობაში 40-ჯერ მაინც შევხვდით ერთმანეთს. ასეთი მჭიდრო კავშირები საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების ჯანსაღი და მდგრადი დინამიკის შენარჩუნების სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც სულაც არ ყოფილა იოლი და იმსახურებენ ყველაზე ფრთხილ დაცვას“ – აღნიშნეს პრეზიდენტებმა.

მათივე თქმით, ეს ურთერთობა ორივე ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანია.

„ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მდგრადი განვითარება არა მხოლოდ აკმაყოფილებს ორი ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს, არამედ სარგებელს მოუტანს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საქმეს რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ახალ კამპანიაში ჩვენ ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთთან კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავაძლიეროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ერთობლივად ვიბრძოლოთ ეროვნული განვითარებისა და საკუთარი ქვეყნის აღორძინებისკენ.  საერთო ძალისხმევით, დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

 

მსგავსი თემები