,,ვიმედოვნებთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს”- სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

,,ვიმედოვნებთ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დააახლოებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერმა განაცხადა.

„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეიწყალოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს ხალხს მათ მიერ დასახულ მიზანთან – ევროკავშირში გაწევრიანებასთან – დააახლოებს”, – აცხადებს მილერი.

მსგავსი თემები