მამუკა ხაზარაძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც ითხოვს.

კერძოდ, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში დაძაბული ვითარების ფონზე საჭიროა, ქვეყანამ ცალმხრივად ჩაკეტოს საზღვარი და რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედოს.

“ჩვენ ასე მოვიქცეოდით:

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა
2. საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა
3. ვიზების შემოღება
4. მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის

“ქართული ოცნება” თქვენ რას აპირებთ?”,-წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, დღეს მთავრობას რუსეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვისკენ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მოუწოდა

მსგავსი თემები