,,როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე გვყავს აყვანილი” – ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, კომპანიას როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი, კერძოდ აეროდრომი.

პრიგოჟინის ინფორმაციით, დაკავებულია შტაბის შენობა.

პრიგოჟინის “პრესსასმახური” აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ალექსეევთან „აწარმოებს მოლაპარაკებებს“ და აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოაგდო.

„როსტოვში გენშტაბის უფროსის და შოიგუს მისაღებად მოვედით. სანამ ისინი აქ არ ჩამოვლენ, ჩვენ გავაგრძელებთ ქალაქის ბლოკირებას და წავალთ მოსკოვზე”, – აცხადებს პრიგოჟინი.

მსგავსი თემები