დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დღეს, 24 ივნისს, „დინამო არენაზე“ ბელგიათან გამართავს.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა და ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი გალიდერდა. მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს.

23 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩის წინა ვარჯიში საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარა. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი ფორმაშია.

მსგავსი თემები