რუსულმა თავდაცვამ „ვაგნერის“ ბანაკბი დაბომბა

რუსეთში ვითარება აირია. ამჯერად. თავდაცვს უწყება და კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს.

„ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან… ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…“ – ეს განცხადება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა გააკეთა.

მისივე თქმით, „„შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“ – განაცხადა პრიგოჟინმა.

 

მსგავსი თემები