,,პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე” – დიმიტრი პესკოვი

,,რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე” , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ ვითარებაზე ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

მსგავსი თემები