კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა – უკრაინული მედია

რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაღალსართულიან კორპუსში, ნამსხვრევების მოყოლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. გარდა ამისა, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა 24-სართულიანი შენობის ავტოსადგომზე მდგარი 40-მდე მანქანა.

ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში.

მსგავსი თემები