ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს. დოლიძე აცხადებს, რომ ნდობის ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ სიტუაციაში, რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: 1. საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მოიწვიოს ნდობის ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნდობის ჯგუფის საქმეა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების განხილვა დემოკრატიულ, საპარლამენტო ფორმატში, თუმცა საიდუმლოს და კონფიდენციალობის დაცვით; 2. მოიწვიონ ყველა საპარლამენტო ჯგუფის და ფრაქციის წარმომადგენლები (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ეს შესაძლებელია); 3. ნდობის ჯგუფმა უნდა სასწრაფოდ მოისმინოს თავდაცვის, სუს-ის და შსს მინისტრების ანალიტიკა ვითარებასთან დაკავშირებით; 4. შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საქმის კურსში ჩაგვაყენოს პროცესებთან მიმართებით. იქნებ ამაზე მაინც იყოს შესაძლებელი რაიმე ტიპის ერთობა“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები