,,შეწყალებით პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც გვარამია მის მიმართ აკეთებდა”- ირაკლი კობახიძე

,,რეალურად, ნიკა გვარამიას შეწყალებით პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც გვარამია მის მიმართ აკეთებდა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა”, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ფაქტობრივად, ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება სურთ.

„ერთ კომენტარს გავაკეთებ შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები