“„ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“ – ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“.

თვითმხილველებმა „დოჟდს“ განუცხადეს, რომ დონის როსტოვში ვერტმფრენების ხმა ისმის. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მიმართა რეგიონის მცხოვრებლებს და სთხოვა, არ დატოვონ სახლი საჭიროების გარეშე.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა რეკომენდაცია გაუწია რეგიონის მცხოვრებლებს სამხრეთით გამგზავრებაზე უარი თქვან.

 

მსგავსი თემები