„სად არის რუსული რეჟიმი შვილი?! ეს არის ქართული რეჟიმი“- ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

„სად არის რუსული რეჟიმი შვილო, ეს არის ქართული რეჟიმი.  ქართული ხელისუფლებაა“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა  დავით გურგენიძემ. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში საწავლო პროცესი გრძელდება. მის ამ  განცხადებას სტუდენტთა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ახალგაზრდები სკანდირებდნენ – „სირცხვილია“

„მე ვალდებული ვარ სასწავლო პროცესს ორგანიზება გავუკეთო. ვალდებული ვარ სასწავლო პროცესი არ ჩავშალო. მე მყავს 24 ათასი სტუდენტი, სხვას სხვა აზრი აქვს. პოლიტიზირებულ უნივერსიტეტებთან მე არ მაქვს საუბარი. სად არის რუსული რეჟიმი შვილო, ეს არის ქართული რეჟიმი.  ქართული ხელისუფლებაა“- განცახადა მან.

უნივერსიტეტების ნაწილი გაფიცულია. სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

მსგავსი თემები