კრემლში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული

მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა  ავრცელებს.

“მოსკოვში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია ყველა უმნიშვნელოვანესი ობიექტი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები,” – განაცხადა გამოცემის წყარომ.

წყაროს თანახმად, “როსგვარდიის” “ომონ”-ისა და “სობრ”-ის ქვედანაყოფები განგაშის რეჟიმში არიან მოყვანილი.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

მსგავსი თემები