,,მივმარავთ “ვაგნერის” მებრძოლებს გამოიჩინონ გონივრულობა” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” მებრძოლებს მიმართავს. სამინისტრო “ვაგნერის” მებრძოლებს მოუწოდებს უარი თქვან შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობაზე.

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა მებრძოლსა თუ მეთაურს, ვინც მათ მიმართა, საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.

“მივმართავთ ვაგნერის თავდასხმის რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულების პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ აჯანყებაში. რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა თავისი შეცდომა უკვე გააცნობიერა და მუდმივი განლაგების პუნქტებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის დახმარება ითხოვა,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები