,,პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობას მიმართავს” – კრემლის პრესსპიკერი

კრემლის პრესსპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობას მიმართავს. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი სიტყვით “მალე” გამოვა.

პესკოვს არ დაუკონკრეტებია რა თემაზე ილაპარაკებს პუტინი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იქნება კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელ, ევგენი პრიგოჟინთან. პრიგოჟინმა დღეს დილით განაცხადა, რომ როსტოვში შევიდნენ და ყველა სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ.

მსგავსი თემები