საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მივესალმებით ნიკა გვარამიას შეწყალებას

საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გადაწყვეტილებას შეიწყალოს სატელევიზიო არხის მფლობელი ნიკა გვარამია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბატონი გვარამიას სასამართლო პროცესმა და განაჩენმა კითხვები გააჩინა მედიის თავისუფლების გარანტირებისადმი და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საქართველოს ერთგულების შესახებ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა კატრინ კოლომინამ, 28 აპრილს თბილისში ვიზიტისას გაიმეორა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

საფრანგეთი მოუწოდებს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში გაერთიანდნენ რეფორმების დასაჩქარებლად, კონკრეტულად კი 21 ივნისს ევროკომისიის ანგარიშში გამოკვეთილ თორმეტ საკვანძო პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროგრესზე ფოკუსირდნენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები