,,რეგიონებს მოვუწოდებ შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ”- რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი

რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ. ექიმის განცხადებით, რუსეთის საზღვართან ახლოს, შავი ჭირის 137 კერაა აღმოჩენილი.

„უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანიზაციების მზადყოფნა ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჭირის წარმოშობისა და გავრცელების პრევენციას, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ბუნებრივი კერების აქტიურობის ეპიდემიური რისკები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს“, – აცხდებს ექიმი.

მსგავსი თემები