,,რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ”- ირაკლი კობახიძე

,,რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით, სადაც ის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მოწოდებით გამოდის.

„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც კი არ უთქვამს. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული. ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს, გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ გვჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები