,,მოვუწოდებ მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოს“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, საფრთხე რეალურია.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, – წერს სოციალურ ქსელში გახარია.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან”.

მსგავსი თემები