,,სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად”- ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას, ვერც ასეთი და ვერც ისეთი გავლენა ვერ ექნება პოლიტიკურ პროცესებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა საკუთარის თავი მატყუარად, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

,,სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრული ფარსი იყო, პირდაპირ გვატყუებდნენ. გაიხსენეთ, მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული ამაში გასაგებია, ენჯეოები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფარსში იყო ჩართული ადამიანი, რომელსაც ერქვა სახალხო დამცველი. მისი ექიმები პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე უცხოელები. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი საბოლოო ჯამში და ამ ტყუილში შეგნებულად იყვნენ ჩართული თითოეული ეს სუბიექტი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. მათ რომ ჰქონდეთ ღირსება, ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ არ ტყუილში და ფარსში იყვნენ ჩართული, თუმცა ვხედავთ, რომ არავითარი ბოდიში მათგან არ ისმის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები