უკრაინამ უნდა დაასრულოს 30 წლიანი ნეპოტიზმი და კორუფცია, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი – ანალენა ბერბოკი

უკრაინამ უნდა დაასრულოს 30 წლიანი ნეპოტიზმი და კორუფცია, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ უკრაინული მედიის ინფორმაციით,  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანელენა ბერბოკმა ს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

ბურბოკის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს ევროკავშირის რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

თუმცა, მინისტრის თქმით, შემდგომი წინსვლაა საჭირო მომავალში „30 წლიანი ნეპოტიზმისა და, ნათლად უნდა ითქვას, კორუფციის დასასრულებლად“. ამავე დროს, ბურბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმის ნაბიჯები „წარმოუდგენელი სისწრაფით“ მიმდინარეობს და გერმანია აქტიურად უჭერს მხარს ამას.

ბურბოკის თქმით, უეჭველია, რომ უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, ამიტომ კერძო კომპანიების ინვესტიცია ქვეყნის რეკონსტრუქციაში გამართლებულია, რადგან საბოლოოდ ისინი აძლიერებენ ევროპის ერთიან ბაზარს. მისივე განცხადებით, უკრაინა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ევროპული ერთიანი ბაზრის, განსაკუთრებით სუფთა ენერგიის გასაძლიერებლად.

მსგავსი თემები