უკრაინამ ზერსონის ოლქისა და ყირიმის საზღვარზე ხიდი დაბომბა – სალდო

რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ სალდოს განცხადებით, უკრაინამ ხიდების ”ადმინისტრაციულ საზღვარზე” ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის ჩონგართან, სარაკეთო იერიში მიიტანა.

,,კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მაცხოვრებლების დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ ვახერხებთ ხიდების სწრაფად შეკეთებას: უახლოეს მომავალში აღდგება მანქანების გადასასვლელი.

წინასწარი შეფასებით, გამოყენებული იქნა ბრიტანული Storm Shadow რაკეტები. ხიდებზე გზის საფარი დაზიანდა. ადამიანური მსხვერპლი არ არის. მტრის ყოველ ნაბიჯზე გვაქვს პასუხი. კომუნიკაცია ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის აგრძელებს მუშაობას – სარეზერვო მარშრუტის გასწვრივ მანქანების მოძრაობა დროებით არის ორგანიზებული,”- აცხადებს სალდო.

მსგავსი თემები