რუსთავში შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა მოწამლულმა დაჩი აბაშიძემ განუცხადა, მან შაურმის მირთმევის შემდეგ მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო.

„შაურმით მოვიწამლე, გლოვოთი მქონდა გამოძახებული. ექიმებმა მწვავე ინტოქსიკაციააო. მართალია საშაურმემ დამირეკა ბოდიშებით და ა.შ მაგრამ ისეთი დღე გადავიტანე, ახლაც კი ცუდად ვარ“, – განაცხადა მოწამლულმა.

საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა მეორე მოწამლულსაც.

მსგავსი თემები