,,გვსურს, მოვისმინოთ, რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით საქართველო, მოდლოვა და უკრაინა”- ჯესიკა როსვალი

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა სტოკჰოლმში არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ სურთ, მოისმინონ რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით საქართველო, მოდლოვა და უკრაინა.

მისივე თქმით, მინისტერიალზე ევროკავშირის გაფართოების საკითხი იქნება განხილული.

,,ჩვენ გვსურს, მოვისმინოთ, თუ რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით სამივე ქვეყანაში. მაგრამ ეს არის ის საკითხი, რასაც შვედეთი მხარს უჭერს ყველა შესაძლო თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილავთ არამხოლოდ ამ სამი ქვეყნის საკითხს, არამედ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს მოემზადოს გაფართოებისთვის“, – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.

 

კომენტარს პირველი არხი ავრცელებს

მსგავსი თემები