კიევში მაღალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

კიევში 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.  აფეთქება და ხანძარი, სავარაუდოდ,  გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მე-6, მე-7 და მე-8 სართულებზე მდებარე 5 ბინა განადგურდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 2 კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები