ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინის დაჩქარებული მიღებას – ჯეიმს ქლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს ქლევერლის განცხადებით, ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს გეგმას, რათა უკრაინას მიეცეს სწრაფი გზა ნატოში გაწევრიანებისკენ, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების გარეშე.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა სწრაფად ვითარდება. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე სრულდება. შეიარაღებული ძალების რეფორმა მაშინ ტარდება, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან ჩართული და მე ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური ლონდონი უნდა იყოს ძალიან დიდი მხარდაჭერის გამომხატველი წევრობის სამოქმედო გეგმიდან გადასვლის კუთხით, იმის აღიარებით, რომ შვედეთისა და ფინეთისთვის გაკეთებული შეთავაზება ამას არ მოითხოვდა”, – განაცხადა ქლევერლიმ.

 

მსგავსი თემები