,,ბირთვული ტრიადის შემუშავება გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის  ახალი სარმატის ბირთვული რაკეტები მალე განლაგებისთვის მზად იქნება.

სამხედრო აკადემიების ახალ კურსდამთავრებულებთან სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის ბირთვული ძალების „ტრიადის“ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება გაშვებული იყოს ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვული ტრიადის შემუშავება, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, იგეგმება სამხედროების თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და ავანგარდის ტიპის უპლტრაბგერითი ქობინებით შეიარაღება.

 

მსგავსი თემები