,,სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა, კვდებოდა და ასე შემდეგ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სირცხვილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა, დღეს პოლიტიკაში ჩართვის სურვილს ისევ აცხადებს.

„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და რაშიც მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა. ისინი დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული პოლიტიკოსები. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდნენ იმაში, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, ხელისუფლებამ მოწამლა და ასე შემდეგ. ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები