,,საუბარი, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინამდვილეს აცხდენილია, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი რუსეთის მიერ სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადის დაძლევაში. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია.

„რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0,3 პროცენტი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს სინამდვილეს აცდენილია. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციების რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები