სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად

ჩინეთში, რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ადგილობრივილი მედიის ინფორმაციით, აფეთქება რესტორანში თხევადი აირის ავზის გაჟონვის შედეგად დაახლოებით 20:40 საათზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის რესტორნის მენეჯერი, თანამშრომლები და აქციონერები. მთავრობის განცხადებით, რესტორნის ორმა თანამშრომელმა აფეთქებამდე ერთი საათით ადრე გაზის სუნი იგრძნო.

მსგავსი თემები