კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს – გაერო

გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელის, პოლ ჰესლოპის განცხადებით,  კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, შესაძლოა ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს.

,,სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ პერსონალის საწინააღმდეგო წნევის ნაღმები, რომლებიც ირეცხებოდნენ შავი ზღვის სანაპიროებზე,”- განაცხადა ჰესლოპმა.

ჰესლოპის თქმით, „პეპლის ნაღმები“ – რომლებიც არის პატარა, ჰერმეტული და პლასტმასის – სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუძლიათ წყალზე ცურვა. ის დარწმუნებულია, რომ ეს ნაღმები “განსხვავებულ ადგილას იქნება გაფანტული”. სხვა, უფრო მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ვერ შეძლებდნენ შორს ”გამგზავრებას”.

„ცხადია, 10 კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი არ აპირებს იმავე მანძილის გავლას, როგორც 50-დან 60 გრამიან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს…ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთია, რომელიც უნდა დაემატოს გადასაჭრელ პრობლემებს,”- აღნიშნა ჰესლოპმა.

მსგავსი თემები