,,სააკაშვილი 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა”- ალუდა ღუდუშაური

”ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტყუილებში ყველას გაუსწრო და მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს. მისი თქმით, ისურვებდა, „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვეს ბოლომდე იმ გზას, რასაც ხაბეიშვილი სთავაზობს.

„რაც შეეხება სააკაშვილს, რაღა დროს მიშა სააკაშვილია, არ ვიცი რა როლი უნდა ჰქონდეს. არ ვიცი როგორ იქნება, სააკაშვილი მობრუნდება და დაუბრუნდება საქართველოს პოლიტიკას თურმე და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე პირად კონტროლზე აიყვანს ხაბეიშვილი, შემდეგ მარცხნიდან მათ მიერ პატივაყრილი მელია დააზღვევს ამ პროცესებს, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. რა როლი უნდა ჰქონდეს, როდესაც თუ ვინმე მსოფლიო ისტორიაში ახსოვთ, როგორც ცნობილი მატყუარა, ყველას გაუსწრო. დღეს მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს, რომელიც 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა. ვხედავდით მთელ ამ კასკადს და საინტერესოა, ახლა როგორ შეაფასებენ ის ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ პრაქტიკულად საათებია დარჩენილი ფატალურ შედეგამდე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები