რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაამტკიცა მოციგურავე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოთხოვნა სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შესახებ. მოციგურავეები საქართველოს გუნდში იასპარეზებენ.
,,მომავალ კვირას, ISU (საერთაშორისო ციგურების კავშირი) საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა რუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ან გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ოქტომბრამდე გადაიდო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია წერს, რომ წყაროს ცნობით, საცეკვაო დუეტის მონაწილეობა მომავალ ოლიმპიურ თამაშებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სმოლკინს ამ თარიღისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ დრო ჰქონდეს ახალი მოქალაქეობის მისაღებად.
2022/23 სეზონზე დევისმა და სმოლკინმა გამოტოვეს რუსეთის გრანპრი და ეროვნული ჩემპიონატი. დიანა დევისი მწვრთნელ ეთერი თუთბერიძის შვილია.