რესტორნის მფლობელი, რომელმაც თანამშრომელი სცემა, დაკავებულია

ბათუმში მდებარე რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დაკავებულია. მას ბრალად ედება თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.

ძალადობის დამადასტურებელი ვიდეოკადრები კი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ უსწორდება ვარშანიძე მის თანამშრომელს. ჯერ  მან თანამშრომელი იძულების წესით რესტორნიდან გააგდო, შემდეგ კი ფიზიკურად შენობის გარეთაც იძალადა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები