ინსულტის თუ ინფარქტის დიდი ნაწილი კავშირშია გარემოს დაბინძურებასთან

გარემოს დაბინძურება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და იმ დაავადებებთან, რომელიც არაგადამდებია. როგორც  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნია გიუაშვილი აცხადებს,  აღნიშნული პრობლემები განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მაღალია, ვიდრე განვითარებულში

„არაგადამდები დაავადებების გარდა, ყველაზე დიდი და ე.წ. მსხვილი მკვლელები განვითარებად ქვეყნებში 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულში. ინსულტების 26% გარემოს დაბინძურებას უკავშირდება; ინფარქტის 25% გარემოს დაბინძურებას უკავშირდება, ასევე, სიმსივნეების დაახლოებით 17% კავშირშია გარემოს დაბიძურებასთან. გარემოს დაბინძურება,  კონკრეტული დაავადებები და სიკვდილობა კავშირშია ერთმანეთთან და ეს დასაბუთებულია“ – აცხადებს  ნია გიუაშვილი.

მსგავსი თემები