პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა შტაბმა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლებისთვის მზადება დაიწყო.

წვრთნები ,,დასავლეთის ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის პასუხად მალე გაიმართება” – აცხადებენ რუსეთში, თუმცა ზუსტად არ არის მითითებული რა განცხადებებზეა საუბარი. არ სახელდება არც წვრთნების ადგილმდებარეობა.

მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ წვრთნები დაკავშირებულია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასავლეთის განცხადებებთან.

მსგავსი თემები