უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი, დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ჯგუფის მებრძოლის დაღუპვის შესახებ, ქვედანაყოფი „შავი არწივი“ ადასტურებს. სოსო გუგუტიშვილი ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა.

„ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი „შავი არწივის“ მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.

ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“, – წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.

მსგავსი თემები