აშშ-ში ფიქრობენ, რომ კონტრშეტევით  უკრაინა მნიშვნელოვან ნაწილს დაიბრუნებს

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადაა და მის დასაწყებად ემზადება, აშშ პოზიტიურად აფასებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, დიდი ალბათობით, უკრაინა  მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს.

„რა ტერიტორიაზე მოხდება კონტრშეტევა, დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, იმ ვითარებაზე, როცა უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ.  გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

 

მსგავსი თემები