,,ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ თუ არა?”- პაატა მანჯგალაძე

,,ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ თუ არა?,”- აღნიშნული კითხვით “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ”ქართულ ოცნებას” მიმართა.

ოპოზიციონერი დეპუტატი  ობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ საქართველოში არა კადიროველები, არამედ გროზნოს ყოფილი მერი და ჩეჩენი ოპოზიციონერები იყვნენ შემოსულები.

,,არანაირი ოპოზოციონერი ჩეჩენი ასეთი მაღალი მარკის რამდენიმე მანქანით ვერ გადაადგილდება და არც ექნება ამის ფუფუნება. თუ ამ ადამიანის შემოსვლა შეიძლება, გროზნოს ყოფილი მერის და ე.წ. ბიზნესმენის, არ არსებობს „ჩეჩენი ბიზნესმენი“ ასეთი გაგება, მაშინ კადიროვი რატომ არ უნდა შემოვიდეს? მე მივმართავ“ქართულ ოცნებას“, ხვალ რომ მოუნდეს კადიროვს საქართველოში შემოსვლა, შემოუშვებენ თუ არა?”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები