რესტორანი “რეტრო”, რომლის მფლობელმაც მიმტანზე ფიზიკურად იძალადა, 15-მა თანამშრომელმა დატოვა.
ამ დროისთვის “რეტრო” დაკეტილია და ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, რეტროს ყოფილმა მენეჯერმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს. რესტორნის მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დააკავეს.