,,დააბრალო, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია”- ვოლსკის ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი  ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირების საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში საზოგადოებისთვის ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს.

,,შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ეგეთი არ არის შემთხვევა. გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია”,- განაცხდა ვოლსკიმ

მისივე თქმით,  კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს კვეთს.

 

 

მსგავსი თემები