,,არა რუსულ კანონს” – ორშაბათს, 19 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

,,არა რუსულ კანონს” – ორშაბათს, 15 აპრილს, 19 საათზე, პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორიც, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობაა”.

,,საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება.

ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება!

ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მსგავსი თემები