,,ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!” – 20:00-ზე მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან

,,ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!” – დღეს, 20:00 საათზე, მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან. ინფორმაციას “თავისუფალი საზოგადოება” ავრცელებს.

,,შევიკრიბოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემკვიდრეობასა და ღირსებას

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღსდგება!

ერთობით ყველაფერს შევძლებთ!

6 მაისი, 20:00 საათი, გმირთა მემორიალი”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები